Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციომ მილანის და იუვენტუსის სამიზნეს ფასი დაადო

ლუის ალბერტო ბოლო წლებში ლაციოს ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი და ლიდერი გახლდათ, თუმცა მაურიციო სარის გუნდში მისვლის შემდეგ მისი მომავალი იტალიის დედაქალაქში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ლაციო მომდევნო სეზონიდან სარისთვის საყვარელი სქემით, 4-3-3-ით ითამაშებს, რომელშიც ალბერტოს ადგილი ნაკლებადაა და        Tuttosport-ის ინფორმაციით, ბიანკოჩელესტი მზად არის 28 წლის ფეხბურთელი 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაასხვისოს.

ესპანელი ნახევარმცველის სახელი ბოლო კვირეებში რამდენიმე ესპანურ გუნდთან ერთად მილანს და იუვენტუსს დაუკავშირეს, თუმცა იუვესთვის ჯერჯერობით პრიორიტეტული ლოკატელის ტრანსფერია, როსონერის კი 40 მილიონის გადახდა არ შეუძლია და ლაციოს შესაძლოა ფეხბურთელის იჯარა შესთავაზოს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.