Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციომ მილანი ‘ახალი მესის’ ტრანსფერში დაამარცხა

Calciomercato-ს და ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლაციომ არსენალი და მილანი დაამარცხა და მალორკადან ახალგაზრდა ტალანტს ლუკა რომეროს იფორმებს.

წყაროს ინფორმაციით, მხარეებს შორის ტრანსფერის ყველა დეტალი მოგვარებულია და რომერო რომს კვირის ბოლოს ეწვევა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ბიანკოჩელესტისთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

რომერომ გასულ ივნისს ლა ლიგის რეკორდი დაამყარა. ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ლა ლიგის ისტორიაში რომელმაც ესპანეთის უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩი გამართა. მაშინ რომერო 15 წლის და 219 დღის გახლდათ. მას მეტსახელად ‘ახალ მესის’ ეძახიან.