Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციომ მილანს, იუვეს და ინტერს ლუის ალბერტოს ფასი შეუთვალა

ლუის ალბერტოსა და მაურიციო სარის ურთიერთობა ლაციოში არც თუ ისე კარგად დაიწყო და სეზონის ბოლოს მისი გუნდიდან წასვლის შესახებ ხმები არ წყდება.

29 წლის ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას ვერ ახერხებს და Corriere della Sera-ს ინფორმაციით, დიდი ალბათობით ის გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს.

წყაროს ცნობით, არწივები ლუის ალბერტოს სანაცვლოდ ზაფხულში დაახლოებით 40 მილიონ ევროს მოითხოვენ და იმის გათვალისწინებით, რომ ფეხბურთელის კონტრაქტი გუნდთან 2025 წლის ზაფხულში იწურება, თანხის შემცირებაც ნაკლებად სავარაუდოა.