Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციომ მოსამართლის ვერდიქტი გაასაჩივრა

ლაციომ კორონა ვირუსის პროტოკოლის დარღვევის გამო სპორტული მოსამართლის მიერ გამოტანილი სასჯელი გაასაჩივრა.

აღნიშნული სასჯელი ლაციოს პრეზიდენტს კლაუდიო ლოტიტოს საფეხბურთო საქმიანობას 7 თვით უკრძალავს და ამის გარდა, გუნდს 150,000 ევროს სახით ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

ლაციომ იტალიის ფეხბურთის ასოციაციას აპელაციით მიმართა და მოსმენა უახლოეს დღეებში ჩაინიშნება.