Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლაციომ მურიქის ტრანსფერი მოაგვარა

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ლაციომ ფენერბაჰჩეს ფეხბურთელის, ვედატ მურიქის ტრანსფერო მოაგვარა.

არწივებს 26 წლის კოსოვოელი ცენტრალური თავდამსხმელის გაფორმება 18 მილიონი ევრო დაუჯდება, რასაც შემდგომში ბონუსების სახით 2 მილიონს დაამატებს.

გამოცემის ინფორმაციით, გუნდებმა საბუთები უკვე გაცვალეს და მურიქი სამედიცინო შემოწმებას რომში ხვალ გაივლის.

26 წლის ფეხბურთელი ფენერბაჰჩეს რიზესპორიდან გასულ ზაფხულს, 3.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და გასულ სეზონში 36 მატჩში 17 გოლის გატანა და 7 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. ამასთან ერთად, ის საკმაოდ ფეთქებადი ხასიათის მქონე ფეხბურთელია და ის მოედნიდან 2-ჯერ გააძევეს.

Leave a Reply

Your email address will not be published.