Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციომ პირველი ტრანსფერი შეათანხმა

დიმიტრიე კამენოვიჩი ცოტა ხნის წინ რომში ჩაფრინდა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გადის და ის ლაციოს ფეხბურთელი გახდება.

20 წლის სერბი მარცხენა მცველის სანაცვლოდ ბიანკოჩელესტის 3 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ახალგაზრდა ფეხბურთელის აგენტი პარალელურად ლაციოს კიდევ ერთი ფეხბურთელის მილინკოვიჩ-სავიჩის აგენტია, რომელმაც მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.