Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციომ სარის დრო სამშაბათამდე

სიმონე ინძაგის ლაციოდან წასვლის შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა, თუმცა ბიანკოჩელესტი ახალი მწვრთნელის გაოფიციალურებას ვერ ახერხებს.

კლაუდიო ლოტიტო მაურიციო სარისთან უკვე დიდი ხანია მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა ჯერჯერობით მხარეები საბოლოო შეთანხმების პოვნას ვერ ახერხებენ.

იტალიური მედიის ინფორამციით, პირადი კონტრაქტი დეტალები უკვე შეთანხმებულია და სარის მაგიდაზე 2-წლიანი კონტრაქტი უდევს, სეზონში ანაზღაურების სახით 3.1 მილიონ ევროს მიიღებს.

თუმცა, Tuttomercato-ს ინფორმაციით, მაურიციო სარი გარკვეულ სატრანსფერო გარანტიებს ითხოვს, რომლის მიცემასაც ლოტიტო არ აპირებს. წყაროს ცნობით, ბიანკოჩელესტიმ სარის დრო სამშაბათამდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში ლაციალე სხვა ვარიანტის ძიებას დაიწყებს.