Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციოსა და იტალიის ფეხბურთის ფედერაციას შორის დაპირისპირება პიკს აღწევს…

ლაციოს პრეზიდენტს ლოტიტოსა და იტალიის ფეხბურთის ფედერაციას შორის სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა.

მოგეხსენებათ, გასულ სეზონში კორონა ვირუსის ტესტების სკანდალის გამო, რომლის შემდეგაც არწივების ფეხბურთელებმა, რომლებმაც დადებითი პასუხის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ვერ მოახერხეს, თუმცა ისინი ლაციომ სერია ა-ში გამოიყენა, კლაუდიო ლოტიტოს საფეხბურთო საქმიანობა 1 წლით აეკრძალა და გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მიმდიანრეობს.

ლოტიტომ ფედერაციის შეკრებაზე მისვლა სცადა, თუმცა ის მიტინგზე არ დაუშვეს, რის გამოც ლოტიტოს ადვოკატები იტალიის ფეხბურთის ფედერაციას სასამართლოში ჩივილით ემუქრებიან.

ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ გააკეთა.

„სპორტულმა სასამართლომ ლაციო და პირადად პრეზიდენტი ლოტიტო აღნიშნულ საქმეში დამნაშავედ სცნო და მას კონკრეტული სასჯელიც მიესაჯა. წესები ყველასთვის ერთია, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. კოვიდ-დადებითი ფეხბურთელების მოედანზე გაყვანა პროტოკოლის მძიმე დარღვევაა, რაც სათანადო სასჯელს ითვაისწინებს.“

აღნიშნულ საკითხზე ლოტიტოს ადვოკატებმა აპელაცია უკვე შეიტანეს, რომლის მოსმენაც 19 ოქტომბერს არის ჩანიშნული.