Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციოს ატალანტას კიპერი სურს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ლაციოს ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კარის დარაჯის გაფორმება იქნება და ლაციალეს მთავარი სამიზნე ატალანტას 26 წლის პიერლუიჯი გოლინი გახლავთ.

გასულ სეზონში ვერც პეპე რეინამ და ვერც ტომას სტრაკოშამ სასურველი თამაშის ჩვენება ვერ მოახერხეს და იქიდან გამომდინარე, რომ ალბანელის კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება, ის სავარაუდოდ რომს მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს, თუ მაურიციო სარი მის დარჩენას არ მოითხოვს.

26 წლის გოლინიმ გასულ სეზონში კარის მშრალად შენახვა 10-ჯერ მოახერხა და სერია ა-ს 25 მატჩში 26 გოლი გაუშვა.