Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციოს გალიარდინის ტრანსფერში კონკურენტი გამოუჩნდა

იტალიური მედიის ცნობით, ინგლისური ნოტინგჰემ ფორესტი ინტერის ნახევარმცველის რობერტო გალიარდინის ტრანსფერით ინტერესდება.

28 წლის ფეხბურთელის მიმდიანრე კონტრაქტი ინტერთან სეზონის ბოლოს იწურება და ის ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს, ამიტომ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს მისი გაფორმება ზაფხულში სრულიად უსასყიდლოდ შეეძლება.

გალიარდინი მიმართ ინტერესს უკვე დიდი ხანია ლაციო იჩენს, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით კი არწივებს კონკურენციას ნოტინჰემ ფორესტი გაუწევს, რომელსაც არწივებზე გაცილებით დიდი ფინანსური რესურსი აქვს…