ლაციოს განაცხადი ჩემპიონთა ლიგაზე
ლაციომ ჩემპიონთა ლიგის განაცხადი გამოაქვეყნა. არწივებს ჯგუფურ ეტაპზე დორტმუნდის ბორუსიასთან, ბრიუგეთან და ზენიტთან მოუწევთ დაპირისპირება, პირველი მატჩი კი 20 ოქტომბერს, Stadio Olimpico-ზე, დორტმუნდის წინააღმდეგ გაიმართება.
არწივების განაცხადი ასე გამოიყურება:
აკერბი, აკპრო, ანდერსონი, კასეიდო, კატალდი, კორეა, ესკალანტე, ფარესი, იმობილე, ჰოედტი, ლაცარი, ლეივა, ლუის ალბერტო, ლუის ფელიპე, მარუსიჩი, მილინკოვიჩ-სავიჩი, მურიქი, პატრიჩი, პერეირა, რადუ, რეინა, სტრაკოშა.