Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციოს დირექტორმა კოსტიჩის ტრანსფერზე ისაუბრა

ბოლო დღეებში აინტრახტის ფეხბურთელი ფილიპ კოსტიჩის სახელი ლაციოს არაერთხელ დაუკავშირეს და მისი ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, მაგრამ არწივების სპორტული დირექტორის იგლი ტარეს თქმით, გერმანელებმა ფეხბურთელის გაყიდვა გადაიფიქრეს.

„ჩვენ დაახლოებით ერთი კვირის წინ აინტრახტს მივმართეთ და ვუთხარით, რომ კოსტიჩის ტრანსფერით დაინტერესებულები ვიყავით.

„თავიდან ტრანსფერის წინააღმდეგი არც გერმანელები იყვნენ, მაგრამ რატომღაც მათ გადაიფიქრეს და ფეხბურთელი სატრანსფერო მარკეტიდან მოხსნეს, რაც მე ძალიან გამაკვირვა…“

ლაციო დიდი ალბათობით ვერონას მატია ძაკანის დამატებას ეცდება და ისიც დაიწერა, რომ არწივები ვეტერანი ფრანკ რიბერის გაფორმებას შეეცდება, რომელიც თავისუფალი აგენტი გახლავთ.