Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლაციოს ინძაგის ერაში ყველაზე ცუდი სტარტი აქვს

12 ტურის შემდეგ ლაციოს მხოლოდ 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-8 ადგილს იკავებს, რაც სიმონე ინძაგის გუნდში მისვლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია.

ბიანკოჩელესტიმ გუშინ ბენევენტოს დამარცხება ვერ მოახერხა და ძმებმა ინძაგებმა თითო თითო ქულის მოპოვება შეძლეს.

მიუხედავად იმისა, რომ ლაციომ 20 წლის განმავლობაში პირველად ჩემპიონათა ლიგის პლეი-ოფში გასვლის უფლება მოიპოვეს, სტატისტიკურად ეს 2016 წლის შემდეგ, როდესაც ინძაგიმ ლაციოში პიოლი ჩაანაცვლა, ყველაზე ცუდი სეზონია.

ლაციოს წინ კიდევ 2 რთული მატჩი ელოდება. კვირას სტადიო ოლიმპიკოზე ნაპოლის, შემდეგ ტურში კი სან სიროზე მილანს დაუპირისპირდება.

ჩემპიონთა ლიგაზე ლაციოს მეტოქე ბაიერნი იქნება.