Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციოს მაისურები გადამუშავებული ბოთლებისგან დამზადდება

ლაციომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის მომდევნო სეზონის ფორმები, რომლებიც Macron-ის ფირმის დიზაინის გახლავთ, დაახლოებით ერთი მილიონი გადამუშავებული პლასტმასის ბოთლით დამზადდება.

ეს ბიანკოჩელესტის ახალი კამპანიის ნაწილია, რომელიც ეკო-სისტემის მდგომარეობის ფაუმჯობესებისკენ არის მიმართული.

„ნაგვიდან ჩვენ ახალ ვნებას ქმნით.“ – ამ სახელის ვიდეო გამოაქვეყნა ბიანკოჩელესტის ოფიციალურმა ტვიტერმა.