Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლაციოს მანჩესტერის მცველი მოუნდა

ლაციალე მანჩესტერ იუნაიტედის ცენტრალური მცველის, მარკოს როხოს ტრანსფერს განიხილავს.

როხო მანჩესტერის გეგმებში არ შედის და გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით თავის ყოფილ გუნდში, ესტუდიანტესში გაატარა, თუმცა არგენტინელმა ფეხბურთელმა მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა და წითელ ეშმაკებს დაუბრუნდა.

ლაციო მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იბრძოლებს და გუნდის ხელმძღვანელობა შემადგენლობის გაძლიერებაზე მუშაობს. გასულ სეზონში დაცვის ცენტრალური ზონა გუნდის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილი იყო და არწივები მის გაძლიერებას როხოთი ეცდებიან. მანჩესტერს 30 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო სურს.

Leave a Reply

Your email address will not be published.