Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციოს მილანის ახალგაზრდა ტალანტი სურს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლაციო მილანის ახალგაზრდა ფეხბურთელის ტომაზო პობეგას ტრანსფერით ინტერესდება.

21 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონს იჯარის წესით სპეციაში ატარებს და 16 მატჩში 3 გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემის გაკეთებაც მოახერხა.

პობეგას კონტრაქტის მიხედვით, რომლითაც ლაციოს გარდა ფრანკფურტი და ლესტერი ინტერესდებიან, სპეციას ფეხბურთელის გამოსყიდვა შეუძლია, მაგრამ როსონერის მისი დაბრუნების საშუალება ექნება.