Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციოს მურიქის შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს

ლაციომ გასული სეზონის სტარტზე გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი განახორციელა, როდესაც ფენერბაჰჩეს კოსოვოელი ფორვარდის ვედატ მურიქის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაუხადა, თუმცა რბილად რომ ვთქვათ, მისი იტალიური კარიერა ისე არ აეწყო, როგორც ამას ბიანკოჩელესტის ქომაგები ისურვებდნენ.

მურიქის გუნდიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილია და სავარაუდოდ ის იანვარში ფენერბაჰჩეში დაბრუნდება, არწივებს კი 26 წლის ფორვარდის შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავთ.

Tuttomercato-ს ცნობით, ლაციო იანვარში ბოდო/გლიმტის 21 წლის ტალანტის ერიკ ბოთეიმის დამატებას გეგმავს, რომელსაც ნორვეგიულ გუნდთან მიმდინარე კონტრაქტი 2022 წლის დეკემბერში ეწურება და მისი გაფორმება ლაციოს იანვარში 2-3 მილიონი დაუჯდება.

ახალგაზრდა ნორვეგიელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 46 მატჩი მიიღო მონაწილეობა 22 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.