Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციოს მურიქის ჩანაცვლება კალიარის ფორვარდით სურს

იტალიურ მედიაში ლაციოს ფორვარდის ვედატ მურიქის გუნდიდან წასვლის თაობაზე ცნობები არ წყდება და როგორც ჩანს, არწივებმა მისი პოტენციური შემცვლელი უკვე შეარჩიეს.

მურიქის კარიერა იტალიაში რბილად რომ ვთქვათ წარუმატებელი აღმოჩნდა და მას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფენერბაჰჩეში დაბრუნება სურს, ლაციო კი მის სანაცვლოდ კალიარის ფორვარდის ჟოაო პედროს გაფორმება სურს.

29 წლის ბრაზილიელს, რომელსაც კალიარისთან მიმდინარე კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება, მიმდინარე სეზონში სერია ა-ში 12 მატჩში 7 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. მისი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 15-16 მილიონი ევროა.