Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციოს ნაპოლის კიპერი სურს, თუმცა…

იტალიური მედიის ინფორამციით, ლაციოს ნაპოლის ვეტერანი კარის დარაჯის დავიდ ოსპინას გაფორმება სურს, თუმცა პარტენოპეი მზად არის მას ხელშეკრულების გახანგრძლივება შესთავაზოს.

ოსპინას მიმდინარე კონტრაქტი ნაპოლისთან სეზონის ბოლოს იწურება და ის გუნდში ალექს მერეტის მენტორის სტატუსით მივიდა, თუმცა იტალიელი კიპერის პროგრესი ისე სწრაფად არ მიდის, როგორც ამას ნაპოლი ელოდებოდა და ოსპინა ძირითადის კიპერი გახდა.

დი მარციოს ინფორამციით, ნაპოლი და ლაციო მას იდენტური კონტრაქტის პირობებს სთავაზობენ, ამიტომ არჩევანის გაკეთება თავად ფეხბურთელს მოუწევს.