Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლაციოს პსჟ-ს შემტევი ნახევარმცველი სურს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ბიანკოჩელესტის იულიან დრაქსლერის გაფორმება სურს.

გამოცემის მტკიცებით, ლაციო უესლი ჰოედტის ტრანსფერის დახურვას ცდილობს, რის შემდეგაც 27 წლის გერმანელი ფეხბურთელის ტრანსფერზე გადაერთვება.

პსჟ ფეხბურთელის გაყიდვას ცდილობს და ის ინტერს, მილანს რა რომას უკვე შესთავაზა, ფრანგულ გრანდს დრაქსლერის სანაცვლოდ 15 მილიონის მიღება სურს.

მთავარი დაბრკოლება ლაციოსთვის ფეხბურთელის ხელფასია. დრაქსლერი პსჟ-ში სეზონში 7 მილიონ ევროს იღებს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ არწივებმა ანალოგიური თანხა შესთავაზონ.