Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციოს რეგილონის ტრანსფერში კონკურენტი გამოუჩნდა

ლაციო მარცხენა მცველის ძიებას განაგრძობს და ტოტენჰემთან სერხიო რეგილონის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს, მაგრამ არწივებს ინგლისში ესპანელი უკანახაზელის ტრანსფერში კონკურენციას ნოტინგჰემ ფორესტი გაუწევს.

The Athletic-ის ცნობით, ლონდონელები ფეხბურთელის იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არიან, თუმცა სურთ, რომ მისი გამოსყიდვის პუნქტი არენდის დასრულების შემდეგ სავალდებულო იყოს, რაც ლაციოსთვის მოლაპარაკებებს გაცილებით ართულებს.

გამოცემის ინფორმაციით, ფაბიო პარატიჩი უახლოეს პერიოდში იტალიაში იქნება და მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ლაციოსთან შეხვედრა და რეგილონის ტრანსფერის განხილვა იქნება.