Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციოს საკუთარი სტადიონი სურს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლაციოს პრეზიდენტს კლაუდიო ლოტიტოს რომში არსებული მიტოვებული სტადიონის Stadio Flaminio-ს გამოსყიდვა, მისი რეკონსტრუქცია და ლაციოს ახალ სახლად ქცევა სურს.

ლოტიტოს ინტერესი სტადიონის მიმართ რომის მუნიციპალიტეტის სპორტის კომისიის პრეზიდენტმა ანჟელო დიარიომაც დაადასტურა.

„შემოთავაზება საკმაოდ სერიოზულია და განხილვას საჭიროებს, ჩვენ ამ პროექტის თაობაზე აუცილებლად ვიმსჯელებთ.

„ჯერჯერობით ვერ ვხედავ რაიმე სერიოზულ წინაღობას, რადგან ეს როგორც ლაციოს, ასევე ხალხის ინტერესს ითვალისწინებს. ჩვენ ყველაფერს ავწონ-დავწონით, შემდეგ კი პროექტის შედგენა და მისი განცხორციელება ლაციოს მოუწევს.“

შეგახსენებთ, Stadio Olimpico, რომელზეც რომა და ლაციო თამაშობენ, სახელმწიფოს საკუთრებაა და გუნდებს სტადიონიდან მიღებული თანხის საკმაოდ დიდი ნაწილის გადარიცხვა ქვეყნის ბიუჯეტში უწევთ.