Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლაციოს სერია ა-დან გარიცხვა ემუქრბა ?

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ლაციოს წინააღმდეგ გამოძიებას ატარებს და Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, საქმე შესაძლოა გუნდის სერია ა-დან მოკვეთამდეც კი მივიდეს.

საქმე უსაფრთხოების პროტოკოლის თავიდან არიდებას და მის განზრახ დარღვევას ეხება. მოგეხსენებათ ლაციომ ჩემპიონთა ლიგაზე ჩირო იმობილეს, ლუკას ლეივას და ტომას სტრაკოშას გარეშე ითამაშეს, რადგან მათ კორონა ვირუსი დაუდასტურდათ, თუმცა განმეორებითმა ტესტმა ვირუსი არ გამოავლინა და სამივე მათგანმა ტორინოსთან მატჩში თამაში მოახერხა.

გამოცემის ინფორმაციით, ლაციოს ტესტების პასუხების გაყალბებას ედავებიან, რამაც სხვა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა და თუ ეს ბრალდება დადასტურდება, გუნდს სხვადასხვა ფულად ჯარიმებთან ერთად სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე დაქვეითება ან სერია ა-დან საერთოდ გარიცხვა ემუქრება…