Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციოს ფორვარდი ინტერის რადარზე

Sport Mediaset-ის ინფორმაციით, ინტერი ლაციოს ცენტრალური თავდამსხმელის ფელიპე კაისედოს ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს.

გამოცემის ინფორმაციით, ფორვარდი ლაციოში სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა და გუნდიდან წასვლის წინააღმდეგი არ არის.

ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი თავის მხრივ არც ბიანკოჩელესტია, თუმცა მის გაშვებას მხოლოდ 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ დათანხმდებიან.

დიდი ალბათობით კაისედოს ძირითად შემადგენლობაში არც ინტერში ათამაშებენ და ეს ეკვადორელ ფეხბურთელს თავადაც კარგად ესმის, თუმცა მას ნერაძურის რიგებში ტიტულის მოგების უფრო მეტი შანსი ექნება.

32 წლის ფეხბურთელის გარდა, ინტერი შეტევის გასაძლიერებლად ედერის, გრაციანო პელეს და ჟერვინიოს ვარიანტებით განიხილავს.