Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლაციოს წინააღმდეგ გამოძიება გრძელდება

რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ლაციოს კორონა ვირუსის ტესტების გაყალბებაში სდებდა ბრალს და ბიაკნოჩელესტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ლაციომ ჯანდაცვის სამინისტროს დროულად იმ ფეხბურთელთა სია, რომლებსაც კორონა ვირუსი ჰქონდათ, ან მათთან იყვნენ კავშირში, არ მიაწოდა და მათ ტორინოს წინააღმდეგ თამაშის საშუალება მისცა.

იმობილემ, სტრაკოშამ და ლუკას ლეივამ, რომლებიც UEFA-ს მიერ ჩატარებული ტესტის მიხედვით ინფიცირებულები იყვნენ, ტორინოსთან მატჩში მონაწილეობის მოახერხეს და იმობილემ გამარჯვების გოლის გატანაც კი მოახერხა.

ამის შემდეგ, ტრიოს ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთი მატჩის გამოტოვება მოუწიათ, რადგან მათ კვლავ კორონა ვირუსი დაუდასტურდათ…

თუ ბიანკოჩელესტის წაყენებული ბრალი დაუმტკიცდა, გუნდს ძალიან დიდი ჯარიმები ელოდება და არ არის გამორიცხული, რომ ლაციო სერია ა-დან გარიცხონ.

სურათში შეგიძლიათ ნახოთ ფეხბურთელების timeline-ი კორონა ვირუსზე: