Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო ანდერსონის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს

ლაციო ვესტ ჰემთან მოლაპარაკებებს განაგრძობს და მათ ვესტ ჰემიდან ფელიპე ანდერსონის დაბრუნება სურთ.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერი პირადად მაურიციო სარის მოთხოვნაა, რომელიც მის 4-3-3-ს იდეალურად ერგება.

28 წლის ფეხბურთელი ვესტ ჰემში 5 წლის წინ სწორედ ლაციოდან, 38 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა, თუმცა ლონდონში თავისი პოტენციალის გამოვლენა ვერ მოახერხა და სხვადასხვა გუნდებში იჯარით თამაშობდა.

მისი კონტრაქტი ინგლისელებთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და ბიანკოჩელესტის მისი დაბრუნება 9 მილიონის სანაცვლოდ სურს.