Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო აჩერბის გაყიდვას არ აპირებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლაციო ფრანჩესკო აჩერბის გაყიდვას არ აპირებს.

33 წლის ფეხბურთელსა და ბიანკოჩელესტის არწივებს შორის ბოლო პერიოდში ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია, რაც ფეხბურთელის გოლის აღნიშვნას მოჰყვა, რომელმაც გოლის გატანის შემდეგ ულტრასებთან მიირბინა და კრიტიკის გამო გაჩუმება მოსთხოვა.

ამ საქციელის შემდეგ, ლაციოს ულტრასებმა წერილი გამოაქვეყნეს, რომელშიც მის გუნდიდან მოკვეთას და შემდგომში გაყიდვას მოითხოვდნენ, მაგრამ Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, გუნდის პრეზიდენტი ლოტიტო არ აპირებს ქომაგების მითითებებით იხელმძღვანელოს და აჩერბი მინიმუმ სეზონის ბოლომდე ბიანკოჩელესტის რიგებში დარჩება.