Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო ახალგაზრდა ტალანტს იმატებს

ლაციომ მალორკასთან ახალგაზრდა უნიჭიერესი ფეხბურთელის ლუკა რომეროს ტრანსფერი შეათანხმა, რომლითაც მადრიდის რეალიც ინტერესდებოდა და ის იტალიაში სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის.

Tuttomercato-ს და SportItalia-ს ინფორმაციით, მხარეებს შორის ყველა დეტალი უკვე მოგვარებულია და ბიანკოჩელესტი ოფიციალურ განცხადებას ტრანსფერთან დაკავშირებით უახლოეს საათებში გააკეთებს.

ჯერჯერობით უცნობია, მიეცემა თუ არა 16 წლის ნახევარმცველს ძირითად გუნდში თამაშის საშუალება, თუ ის გარკვეულ პერიოდს ახალგაზრდულ გუნდში გაატარებს…