Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო ახალი მწვრთნელის ძიებას განაგრძობს

მაურიციო სარის, ანდრე ვილაშ-ბოაშის და სინიშა მიჰაილოვიჩის შემდეგ, ლაციოს კიდევ ერთი მწვრთნელი – კრისტოფ გალტიე დაუკავშირეს.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, მაურიციო სარი ლოტიტოს ფავორიტი კანდიდატია, თუმცა ჯერჯერობით მხარეები პირად კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან. მაურიციო სარი 5 მილიონს ითხოვს, ბიანკოჩელესტის პრეზიდენტი კი 3 მილიონს სთავზობს.

დღეს რომში ვილაშ-ბოაში უნდა ჩაფრენილიყო და ლოტიტოსთან მოლაპარაკებები გაემართა, თუმცა მან მგზავრობა გააუქმა და როგორც ჩანს, ის ლაციოში არ იმუშავებს.

კრისტოფ გალტიემ ლილთან ერთად ლიგა 1-ის ტიტული მოიგო და მისი სახელი ლაციოს გარდა მადრიდის რეალს და ტოტენჰემსაც დაუკავშირეს.