Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო ბარსელონას კიპერით ინტერესდება

ლაციო ახალი კარის დარაჯის ძიებას განაგრძობს, რომელმაც ვეტერანი რეინა და სტრაკოშა უნდა შეცვალოს, რომელსაც გუნდთან მიმდინარე ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება და როგორც ჩანს, ის არწივებთან ახალი კონტრაქტის გაფორმეაბს არ აპირებს.

იტალიური მედიის ინფორამციით, ლაციოს რადარზე ბარსელონას კიპერი ნეტო გამოჩნდა. 32 წლის ბრაზილიელი კიპერი ბლაუგრანას რიგებში მეორე ნომრად ითვლება და არ არის გამორიცხული, რომ გუნდის გამოცვლა გადაწყვიტოს.

ნეტოს გარდა, ბიანკოჩელესტის სახელს აქტიურად ჩელსის კარის დარაჯს კეპა არიზაბალაგასაც უკავშირებენ.