Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო ბოტმანის ალტერნატივებს ეძებს

ლაციო ზამთარში ვედატ მურიქის გაშვებას და მისი შემცვლელის დამატებას გეგმავს და არწივების პრიორიტეტული სამიზნე ბოდო/გლიმტის ახალგაზრდა ფორვარდი ერიკ ბოთეიმი გახლდათ, რომელიც კარიერას კრასნოდარის რიგებში გააგრძელებს, ბიანკოჩელესტი კი მისი ალრერნატივების ძებნას უკვე შეუდგა.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ლაციო ფორვარდის პოზიციაზე უდინეზეს ფეხბურთელის კევინ ლაზანიას ტრანსფერს განიხილავს.

ლაზანია იჯარის წესით ვერონას რიგებში ასპარეზობს, თუმცა ის არც თუ ისე ბევრ სათამაშო დროს იღებს და ზამთარში გუნდის გამოცვლის წინააღმდეგი არ იქნება.