Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო ბრანდტის ტრანსფერზე გააქტიურდა

ლაციო დორტმუნდთან ჯულიან ბრანდტის ტრანსფერზე მუშაობს და ბიანკოჩელესტის სურს, რომ ფეხბურთელი ფასიანი იჯარით გაიფორმოს, გამოსყიდვის პერსპექტივით, რომელიც სერია ა-ს ოთხეულში დასრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ბრანდტი ლაციოს ახალი თავკაცის მაურიციო სარის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო მოთხოვნაა.

წყაროს ცნობით, ლაციო მზად არის ფეხბურთელი იჯარით 3-4 მილიონის სანაცვლოდ გაიფორმოს, მისი გამოსყიდვა კი 20 მილიონად შეეძლოს.

ლაციოსთან ერთად, 25 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე არსენალიც მუშაობს.