Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო გალიარდინის გაფორმებას გეგმავს

იტალიური წყაროების ცნობით, ლაციო ინტერის ნახევარმცველის რობერტო გალიარდინის ტრანსფერით ინტერესდება.

28 წლის იტალიელი ნახევარმცველის მიმდინარე კონტრაქტი ინტერთან სეზონის ბოლოს ეწურება და სათამაშო დროის ნაკლებობის გამო, ის გუნდთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს და ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იტალიელი ფეხბურთელის გაფორმების მთავარი მსურველი ლაციოა, რომელმაც მის აგენტთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო და არ არის გამორიცხული, მასთან პრე-კონტრაქტი მიმდინარე თვის ბოლსო გააფორმოს.