Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო და ვესტ ჰემი შეთანხმებასთან ახლოს არიან

ლაციო ვესტ ჰემიდან ფელიპე ანდერსონის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს და გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელის ლაციოში დაბრუნება გადაწყვეტილია, სადაც მან 2013-18 წლები გაატარა და ვესტ ჰემში 38 მილიონის სანაცვლოდ გადაბარგდა.

წყაროს ინფორმაციით, ლაციო 28 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს უფასოდ დაიმატებს, თუმცა შემდეგში გაყიდვის შემთხვევაში ინგლისელებს მიღებული თანხის 50 პროცენტი ჩაერიცხებათ.