Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო და ინტერი კორეას ტრანსფერზე ვერ თანხმდებიან

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი სავარაუდოდ ლაციოდან ხოაკინ კორეას გაფორმებას მისი სატრანსფერო ფასის გამო ვერ მოახერხებს.

ნერაძური რომელუ ლუკაკუს შემცვლელის ძებნას აქტიურად აგრძელებს და იმის მიუხედავად, რომ ნერაძური ბელგიელი ფორვარდის სანაცვლოდ დაახლოებით 120 მილიონს მიიღებს, მისი შემცვლელის სანაცვლოდ ბევრი ფულის დახარჯვას არ გეგმავს.

სხვა რამდენიმე სახელთან ერთად, ინტერს ლაციოს არგენტინელი ფორვარდი ხოაკინ კორეა დაუკავშირეს, თუმცა Tuttomercato-ს ცნობით, ლაციო ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონს ითხოვს, ამ თანხის გადახდა კი ბენეამატას არ სურს.