Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლაციო და იუვენტუსი ხვალინდელ მატჩს დიდი დანაკლისით ხვდებიან

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩირო იმობილემ, ტომას სტრაკოშამ და ლუკას ლეივამ ლაციოს სამწვრთნელო ბაზა დატოვეს და დიდი ალბათობით ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

ამის მიზეზი კი კორონა ვირუსია. დღეს ფეხბურთელებს სხვადასხვა ლაბორატორიებში ტესტები ჩაუტარდათ და მათ განსხვავებული პასუხები მიუვიდათ, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ სერია ა-მ რომელიმე მათგანს თამაშის საშუალება მისცეს.

რაც შეეხება იუვენტუსს, ტურინელებს ხვალინდელ მატჩში ჯორჯო კიელინი და აარონ რემსი დააკლდებიან, რომლებსაც უკვე დიდი ხნის ტრავმირებული დე ლიხტი და ალექს სანდრო ემატება.