Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლაციო და მანჩესტერი პერეირას ტრანსფერზე შეთანხმდნენ

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ლაციომ მანჩესტერთან ანდრეას პერეირას ტრანსფერი შეათანდმა და ფეხბურთელი რომს უახლოეს საათებში ეწვევა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და არწივების რიგებს შეუერთდება.

გამოცემის ინფორმაციით, ბიანკოჩელესტი ფეხბურთელს 1-წლიანი იჯარით იმატებს და მისი გამოსყიდვა 27 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება, ფეხბურთელს კი 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს და სეზონში ანაზღაურების სახით 2 მილიონ ევროს გადაუხდის.