Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო და რომა გალიარდინის ტრანსფერისთვის იბრძოლებენ

იტალიური მედიის ცნობით, რომა და ლაციო ინტერის ნახევარმცველის რობერტო გალიარდინის ტრანსფერზე მუშაობენ და მისი გაფორმება ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით სურთ.

გალიარდინის მიმდინარე კონტრაქტი ინტერთან სეზონის ბოლოს იწურება და ფეხბურთელმა აშკარად მიანიშნა, რომ ლომბარდიულ გრანდთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შრომისა და მუშაობის წყალობით ძალიან მოვუმატე და არ ვარ მზად, რომ მომავალსიც ასეთი ცოტა სათამაშო დრო მივიღო, რადგან ვგრძნობ, რომ კარგ ფორმაში ვარ და გაცილებით მეტის გაკეთება შემიძლია. მინდა ვითამაშო და ჩემი შესაძლებლობები ყველას დავუმტკიცო, ამიტომ ჩემ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მივიღებ.“