Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო და სარი შეთანხმდნენ…

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ალფრედო პედულას ინფორმაციით, ლაციომ და მაურიციო სარიმ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.

წყაროს ცნობით, სარი, რომელმაც ლაციო მიმდინარე სეზონის სტარტზე ჩაიბარა და მისი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში იწურება, ხელშეკრულებას 2025 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივებას დათანხმდა და გუნდის ხელმძღვანელობისგან გარანტიები მიიღო, რომ არწივები შემადგენლობის გასაძლიერებლად ფულს დახარჯავენ.

წყაროს ინფორმაციით, მაურიციო სარიმ პირველ რიგში მარცხენა მცველი და ჩირო იმობილეს დუბლიორი მოითხოვა და ამ პოზიციების გაძლიერებას არწივები უკვე იანვარში შეეცდებიან.