Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო და სასუოლო ემპოლის შემტევისთვის იბრძვიან

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლაციო და სასუოლო ემპოლის შემტევის ნედიმ ბახრამისთვის იბრძვიან, რომელიც ტოსკანელთა რიგებში შესანიშნავ სეზონს ატარებს.

22 წლის ალბანელმა 20 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა და Calciomercato-ს ცნობით, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მის გაფორმებას ლაციო და სასუოლო ეცდებიან.

წყაროს ცნობით, ემპოლის ფეხბურთელის გაყიდვა არ სურს, მაგრამ თუ რომელიმე მხარე დაახლოებით 15 მილიონს გადაიხდის, ტოსკანელები ასეთ წინადადებაზე უარს ვერ იტყვიან.