Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო და სტრაკოშა ვერ თანხმდებიან

იტალიური მედიის ინფორამციით, ლაციოსა და ტომას სტრაკოშას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია და მისი მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

26 წლის ალბანელი კარის დარაჯის კონტრაქტი გუნდთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და არწივებს მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივება სურთ, მაგრამ ფეხბურთელი უკმაყოფილოა ფაქტით, რომ სარი მას პეპე რეინას ამჯობინებს და ვეტერანი კიპერი ლაციოს პირველ ნომრად მოიაზრება.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლაციომ მისი გაყიდვა და სათადარიგო კიპერის პოვნა დარჩენილ 48 საათში მოახერხოს, ამიტომ სავარაუდოდ სტრაკოშა გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლოს, თავისუფალი აგნეტის სტატუსით დატოვებს.