Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო და ფიორენტინა კალეხონის ტრანსფერზე მუშაობენ

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლაციო ფიორენტინადან ხოსე კალეხონის ტრანსფერს სერიოზულად განიხილავს და ფიორენტინასთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს.

კალეხონი მაურიციო სარის ნაპოლის მნიშვნელოვანი წევრი იყო და იტალიელ სპეციალისტს მისი ხილვა ამჯერად ლაციოს რიგებში სურს.

გამოცემა La Nazione-ს ინფორამციით, ფეხბურთელი ლაციოში ტრანსფერის წინააღმდეგი არ არის და უარს არც ფიორენტინა ამბობს, მაგრამ ფლორენციელებს კალეხონის სანაცვლოდ 4 მილიონის მიღება სურთ, რისი გადახდაც ამ ეტაპზე არწივებს არ სურთ.