ლაციო ეკვადორელ უკანახაზელს იმატებს
არგენტინული გამოცემების ინფორმაციით, ლაციო არგენტინული ატლეტიკო ტალერესის ცენტრალური მცველის პიერო ჰინკაპეს დამატებასთან ახლოს არის.
19 წლის ფეხბურთელს დაცვის მარცხენა ფლანგზეც შეუძლია თამაში, მაგრამ მისი პრიორიტეტული პოზიცია ცენტრალური ზონაა.
ახალგაზრდა ფეხბურთელის დამატება, რომელიც სარის 4-3-3-ისთვის იდეალური ტრანსფერი იქნება, ლაციალეს დაახლოებით 7-8 მილიონი ევრო დაუჯდება.