Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო იანვარში ლილის ფეხბურთელის გაფორმებას შეეცდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლაციო იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაცვის მარცხენა ფლანგის გაძლიერებას აპირებს და არწივების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ლილის უკანახაზელი რეინალდო მანდავა იქნება.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მაურიციო სარის გუნდში ელსეიდ ჰიუსაის ალრერნატივის ხილვა სურს და 27 წლის მოზამბიკელი ფეხბურთელი სარის 4-3-3 სქემას იდეალურად მოერგება.

მანდავას მიმდინარე კონტრაქტი ლილთან სეზონის ბოლოს ეწურება, ამიტომ ბიანკოჩელესტის მისი გაფორმება იანვარში საკმაოდ იაფად შეეძლება.