Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო იანვარში მარცხენა მცველის დამატებას გეგმავს

ლაციო მაურიციო სარის მისვლის შემდეგ 4-3-3 სქემაზე გადაწყობას განაგრძობს და ცნობილი ‘სარიბოლისთვის’ შესაბამისი ფეხბურთელების ძიებაშია.

იტალიური წყაროების ინფორმაციით, სარის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არწივების რიგებში ახალი მარცხენა მცველის ხილვა სურს და ბიანკოჩელესტიმ ორი პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნე უკვე შეარჩია.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ლაციო პსჟ-ს ლაივინ კურშავას ან გალათასარაის პატიკ ვან ანჰოლტის დამატებას შეეცდება.

წყაროს ცნობით, მათ შორის პრიორიტეტი პსჟ-ს უკანახაზელი გახლავთ, თუმცა პრობლემა მისი ხელფასია. 29 წლის ფეხბურთელი ფრანგულ გუნდში წლიურად ხელფასის სახით 4 მილიონს იღებს, რის გადახდასაც ლაციო არ აპირებს.

ვან აანჰოლტს რაც შეეხება, ლაციო 31 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელის დამატებას ტრანსფერში ვედატ მურიქის გამოყენებით გეგმავს, რომელიც სარის გეგმებში არ შედის და იმობილეს არყოფნის მიუხედავად, მას დრო ფაქტობრივად არ ეძლევა.