Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო იანვარში შემადგენლობის გაწმენდას გეგმავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ლაციო იმ ფეხბურთელების გაშვებას გეგმავს, რომლებიც მაურიციო სარის გეგმებში არ შედიან და არ არის გამორიცხული, რომ გუნდი ერთდროულად ექვსმა ფეხბურთელმა დატოვოს.

Corriere dello Sport-ის ცნობით, გუნდიდან წასვლის უპირველესი კანდიდატი კოსოვოელი ფორვარდი ვედატ მურიქია, რომლის დაბრუნებაც ფენერბაჰჩეს სურს, საიდანაც ის ლაციომ 20 მილიონის სანაცვლოდ გაიფორმა.

სიაში მოხვდნენ გონსალო ესკალანტე, დენის ვავრო, რისა დურმისი, ჯონი და ჯორდან ლუკაკუ. წყაროს ცნობით, ტარე მათი მსურველების ძიებას უკვე შეუდგა, რის შემდეგაც არწივები გუნდის გაძლიერებაზე დაიწყებენ ფიქრს.