Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლაციო იმობილეს, სტრაკოშას და ლუკასის გარეშე

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლაციო ჩემპიონთა ლიგაზე ზენიტს ჩირო იმობილეს, ლუკას ლეივას და ტომას სტრაკოშას გარეშე დაუპირისპირდებიან.

TuttoMercato-ს ინფორმაციით, არც ერთი მათგანი რუსეთში არ გამგზავრებულა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რატომ გადაწყვიტა ბიანკოჩელესტიმ გუნდის სამი ლიდერის იტალიაში დატოვება.

მათ გარდა, გუნდს ლუის ალბერტო, მანუელ ლაცარი, გონსალო ესკალენტე, დანის ვავრო, სტეფან რადუ და სენად ლულიჩი დააკლდება.