Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაციო ინტერის მცველს იმატებს ?

იტალიური მედიის ცნობით, ლაციო დანილო დ’ამბროზიოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და დიდი ალბათობით იტალიელი უკანახაზელი მომდევნო სეზონიდან ბიანკოჩელესტის მაისურით იასპარეზებს.

32 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი ინტერთან სეზონის ბოლოს ეწურება და მის სახელს მილანს უკავშირებდნენ, თუმცა მხარეებმა კონტრაქტის შეთანხმება ვერ მოახერხეს და როგორც ჩანს, დ’ამბროზიო კარიერას ლაციოში გააგრძელებს.