Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ლაციო ინძაგისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, სიმონე ინძაგი და კლაუდიო ლოტიტო ერთმანეთს სანაკრებო პაუზის დროს შეხვდებიან და კონტრაქტის გახანგრძლივებას განიხილავენ.

ბიანკოჩელესტის მწვრთნელმა არწივები ჩემპიონთა ლიგაზე დააბრუნდა და მისი ლაციოში ყოფნის პერიოდში გუნდს Coppa Italia და Supercoppa-ც მოაგებინა.

წყაროს ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტისთვის პირადი კონტრაქტის დეტალები პრობლემა არ არის, თუმცა მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, სიმონე გუნდის სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილოა და ხელმძღვანელობისგან ტრანსფერებზე მომავალში უფრო მეტი ფინანსების გამოყოფას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს იტყვის…