ლაციო ინძაგის გაუხანგრძლივებს

ლაციო სიმონე ინძაგის კონტრაქტს კიდევ 2 წლით გაუხანგრძლივებს და სპეციალისტი გუნდს 2023 წლამდე უხელმძღვანელებს.

ბიანკოჩელესტი არაჩვეულებრივ სეზონს ატარებს და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილი უკავია,ლიდერ იუვენტუსს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება,რაშიც 44 წლის სპეციალისტს უდიდესი წვლილი მიუძღვის.

ინძაგი ლაციოში 2015-16 წლების სეზონში,დროებით მწვრთნელად დაინიშნა,მას კარგი სამუშაო იმავე სეზონის ბოლოს დაუფასეს და გრძელვადიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

გასული წლები ლაციოს ტოპ 4-ში მოხვედრა უჭირდა,თუმცა მიმდინარე სეზონში ლაციომ იუვენტუსის დამარცხებით ხმამაღალი განაცხადი გააკეთა,რომ სკუდეტოსთვის ბოლომდე იბრძოლებდა.

იტალიელის მიმდინარე კონტრაქტი 2021 წელს იწურება,თუმცა მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან და სულ მალე,ახალი კონტრაქტი გაფორმდება.მისი წლიური ანაზღაურება 2.5 მილიონიდან 3 მილიონამდე გაიზრდება.

Leave a Reply

Your email address will not be published.